logo_geo
თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით „შენი ხმა“ წარდგება
- +

1 ოქტომბერი. 2018. 11:44

 

 

ჟიურის გადაწყვეტილებით, თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსში საქართველოს სიმღერით „შენი ხმა“ წარადგენს, - ამის შესახებ დღეს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ გახდა ცნობილი.

 

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტის – ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

 

პირველმა არხმა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

 

შემოსული 22 განაცხადიდან, კომპოზიცია „შენი ხმა“ ჟიურიმ კენჭისყრის შედეგად შეირჩა. ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

 

თამარ ედილაშვილი პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებულია. ის საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსზე ნოემბერში გაემგზავრება.

 

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი