logo_geo
„ქართული ოცნება“ მარტვილში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს
- +

24 ნოემბერი. 2018. 12:52

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური მარტვილში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს:

 

 

 

  • რეაბილიტირდა 109.2 კმ გზა;

 

  • აშენდა და რეაბილიტირდა 27 ხიდი;

 

  • განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი;

 

  • აშენდა 1 საჯარო და 1 დაწყებითი სკოლა, შენდება 1 საჯარო სკოლა;

 

  • რეაბილიტირდა 30 სკოლა;

 

  • აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშვო ბაღი ;

 

  • უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე;

 

  • სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;

 

  • შეიქმნა 3 საწარმო;

 

  • დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 38 პროექტი;

 

  • შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 115 პირმა;

 

  • დაფინანსდა ხეხილის 6 ბაღის გაშენება;

 

  • შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

 

  • აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 155 პირმა. დაზღვეულ იქნა 244 000 ლარის მოსავალი;

 

  • დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;

 

  • პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 17 სოფელში 750-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;

 

  • ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა;

 

  • შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა;

 

  • ინჩხურსა და კიწიაში აშენდა ამბულატორიები;

 

  • განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;

 

  • დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება;

 

  • ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 320 ბავშვმა, ჯამში გაიცა 850 650 ლარი;

 

  • სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 27 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“);

 

  • საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 55 დევნილ ოჯახს;

 

  • გაზიფიცირდა 3 335 აბონენტი. 2019 წელს ქალაქ მარტვილში გაზიფიცირდება ყველა დარჩენილი უბანი.2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება;

 

  • განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება;

 

  • მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა:

 

დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 140-მდე გაიზარდა;

ვიზიტორთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა.

 

  • ჩატარდა ნოღას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 

  • მარტვილში გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი;

 

  • სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი;

 

  • წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი.

 

 

big_banner
არქივი