logo_geo
1-3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი
- +

30 ნოემბერი. 2018. 21:53

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი. უწყება უახლოესი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

 

1 დეკემბერი

 

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 10-15მ/წმ, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით ძლიერი ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, რომელიც დღის განმავლობაში შესუსტდება ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, მთაში ღამით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°.

 

აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში ზოგან თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, გორი სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში +3, +8°; მაღალმთაში დღისით 0, +5°.

 

თბილისში - ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი წვიმა და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +8°.

 

2 დეკემბერი

 

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი, ღამით ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°.

 

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -1 , +4°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°.

 

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +13°.

 

3 დეკემბერი

 

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°.

 

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, ღამით მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -3 , +2°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°, ზოგან +11°-მდე.

 

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +10°.

 

 

big_banner
არქივი