logo_geo
ნიკა გვარამია: დაგიხვრიტავთ კოჭებს! რისთვის დავათრევ ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე
- +

2 დეკემბერი. 2018. 12:55

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთოთ ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებს დაგიხვრიტავთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.

 

აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მომიახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ, თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებით – დაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

big_banner
არქივი