logo_geo
ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც Google-ში მუშაობა სტაჟირებით დაიწყო
- +

8 დეკემბერი. 2018. 01:49

 

კომპანია Google-ში მუშაობა ბოლო პერიოდში კიდევ ორმა ქართველმა ახალგაზრდამ დაიწყო. ისინი არიან ლაშა ლაკირბაიაა, რომელმაც კომპანიაში მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ხოლო მეორე თორნიკე მანძულაშვილია. მათ შესახებ marketer.ge წერს.

 

თორნიკე მანძულაშვილის თქმით, ის კომპიუტერული მეცნიერებით ჯერ კიდევ მე-9 კლასიდან დაინტერესდა და მისი შესწავლა დაიწყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა Google-ში, მანძულაშვილი ამბობს, რომ ამისთვის მას 4 ცდა დასჭირდა.

 

„Google-ში სტაჟირებაზე მე-4 ცდაზე მიმიღეს. სტაჟირების შემდეგ, უკვე სრულ განაკვეთზეც გადამიყვანეს. ჯერ შენს რეზიუმეს განიხილავენ და თუ მოეწონათ, ინტერვიუებს გინიშნავენ. თუ ამასაც გადალახავ, შემდეგ გუგლის თანამშრომელთან დაგაწყვილებენ, ვისთან ერთადაც პროექტზე უნდა იმუშაო ზაფხულის განმავლობაში. მე-4 ცდაზე რომ ამიყვანეს, ამაში ისიც დამეხმარა, რომ მანამდე კომპანია Imo-ში ვიყავი სტაჟირებაზე 6 თვით. ორივე მათგანის მთავარი ოფისი “სილიკონ ველიზეა”, სწორედ აქ გავიარე ორივე კომპანიის სტაჟირება. ამჟამად Google-ის ლონდონის ოფისში ვმუშაობ", - ამბობს თორნიკე მანძულაშვილი.

 

თორნიკე მანძულაშვილს Google-ში software engineer-ის (პროგრამისტი) პოზიცია უკავია.

big_banner
არქივი