logo_geo
შეიქმნა ორსულების ბანდაჟი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას დააკვირდება
- +

11 იანვარი. 2019. 20:27

 

 

კომპანია Owlet-ი, რომელიც ორსულებზე მზრუნველობით გამორჩევა, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი წარადგინა. კომპანიამ ამჯერად გამოუშვა ბანდაჟი, რომელიც მუცლადმყოფი ბავშვის ჯამრთელობას აკვირდება. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

 

ბანდაჟი, პატარა სენსორით არის აღჭურვილი. ტექნოლოგია ბავშვის გულისცემას, მოძრაობის სიხშირეს, შეკუმშვებსა და დედის ძილის პოზიციას აკონტროლებს.

 

ორსულებისთვის მისი გამოყენება 24 თვიდან ნაყოფის დაბადებამდეა შესაძლებელი.

 

ბანდაჟი სმარტფონზე აპლიკაციას უკავშირდება. დაინტერესებულ პირებს მონაცემების კონტროლი და ბავშვის გულისცემის მოსმენა, ასევე მეგობრებისთვის გაზიარება შეუძლია.

 

ორსულების ბანდაჟის ღირებულება ჯერ უცნობია. ლას-ვეგასში მიმდინარე სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) დეველოპერები განმარტავენ, რომ მისი ღირებულება სავარაუდოდ 300 დოლარი იქნება. ე.წ. ჭკვიანი ბანდაჟი დახლებზე 2019 წლის მიწურულს გამოჩნდება.

 

6 იანვარს ლას-ვეგასში (აშშ) ელექტრომოწყობილობების ყოველწლიური გამოფენა CES-2019 გაიხსნა, რომელზეც მსხვილი კომპანიები და ნაკლებად ცნობილი სტარტაპები ახალ პროდუქტებს წარადგენენ. სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ კალიფორნიაში 11 იანვარს დაიხურება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი