logo_geo
10-წლამდე ბავშვმა გატაცების ამბავი მოიგონა
- +

24 იანვარი. 2019. 20:59

 

შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 10-წლამდე ბავშვმა ამბავი მოიგონა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

შემთხვევა დღეს მოხდა. მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობმა პირმა გაიტაცა.

 

ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩასვა. შემდეგ ,,გამტაცებელმა" მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვი“ , - უამბო ბავშვმა მშობელს.

 

მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის შენობაში დასაკითხადაც იყო. პოლიციამ სკოლიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღო. გაირკვა, რომ ბავშვმა ამბავი მოიგონა და პოლიციამაც მოკვლევა შეწყვიტა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი