logo_geo
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

4 თებერვალი. 2019. 11:32

 

 

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც პირველმა არხმა გაარკვია, ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს, გაკვეთილზე ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მანდატურმა პოლიციას აცნობა, შესაბამისად, რეაგირება მოხდა და ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს სერიოზული დაზიანებები არ აქვთ.

 

პირველი არხის გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს.

 

სკოლასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი