logo_geo
„Facebook“ - ი იუბილარია, მას 15 წელი შეუსრულდა
- +

4 თებერვალი. 2019. 20:32

 

„Facebook“ -ი 15 წლის გახდა. სოციალური ქსელი, 19 წლის მარკ ცუკერბერგმა, 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

 

თავიდან ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი „Facebook“-ი მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

„Facebook“-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი, არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის, ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ, არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი