logo_geo
შვედეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ქართული პროდუქციის დასახმარებლად კამპანია დაიწყეს
- +

27 ივნისი. 2019. 12:44

 

 

შვედეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტები საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. მათ ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან, გახდნენ საქართველოში წარმოებული ბრენდის ელჩები შვედეთში.

 

როგორც ახალგაზრდები ვიდეოში ამბობენ, ისინი უსასყიდლოდ გაუწევენ პოპულარიზაციას ქართული ტურისტული კომპანიების მიერ შედგენილ ტურებს, ქართულ ღვინოს, პროდუქციას და ყველას, ვინც შესაძლოა, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდეს.

 

„ერთად დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს, გახდეს ეკონომიკურად მდგრადი და ძლიერი“, - ამბობენ შვედეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტები.

 

მსურველებს შვედეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან დაკავშირება შემდეგ მეილზე შეუძლიათ - e-mail: anniealubali@gmail.com; anigamkrelidze@icloud.com

 

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი