logo_geo
ვირტუოზი გიტარისტი ოთარ რამიშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა
- +

24 ოქტომბერი. 2019. 14:33

 

 

24 ოქტომბერი ოთარ რამიშვილის დაბადების დღეა. მას 85 წელი შეუსრულდებოდა.

 

თბილისის კოლორიტი, მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი დაიბადა 1934 წლის 24 ოქტომბერს.

 

2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები  „ფუტკარი", „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა",  „მარტის თვეა შენი", „თბილისო" და სხვა. კომპოზიტორია ფილმისა „მამა" (1984).

 

სიმღერებს მასავით ვერავინ მღეროდა. გაბზარული ხმა, ყველასაგან განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა ჰქონდა და ყოველთვის უამრავი მოსწავლე ჰყავდა. ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტის დროს თავადაც იმღერა, მისმა ვაჟიშვილებმაც და მოსწავლეებმაც. შენობასთან მილიციის კორდონი იდგა. იმ კონცერტზე მოხვედრა თავად  ოთარსაც გაუჭირდა. არ უშვებდნენ, ბილეთი არ გაქვსო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ ოთარ რამიშვილი იყო და თავად უნდა ემღერა. არ უჯერებდნენ, შენ რა უნდა იმღერო, ძლივს ხლიჩინებო. ძლივს დაარწმუნა, რომ სწორედ მის გამო იყო ფილარმონიის წინ უამრავი ხალხი შეკრებილი.

 

მაყურებელთა ინტერესი დიდი იყო, ამიტომ კონცერტები რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო. მაშინ ოთარს უთქვამს, ერთი კვირა ნამდვილად გავუძლებ, მერე დავიღლები და გულით ვეღარ ვიმღერებ, უგულოდ სიმღერა კი მე არ შემიძლიაო.... ალბათ, იმიტომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, რომ ოთარ რამიშვილი ყოველთვის გულით მღეროდა...

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ოთარ რამიშვილი  2011 წლის 6 ოქტომბერს,  76 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

 

 

big_banner
არქივი