logo_geo
წმინდა სინოდის სხდომების რაოდენობა წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაიზრდება
- +

31 ოქტომბერი. 2019. 16:59

 

 

„წმინდა სინოდის სხდომების რაოდენობა, სავარაუდოდ, წლის განმავლობაში გაიზრდება“, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, გამორიცხული არ არის, სინოდის სხდომა პატრიარქის ინტრონიზაციის დღემდეც ჩატარდეს.

 

„სავარაუდოდ, სინოდის სხდომების რაოდენობა გაიზრდება წლის განმავლობაში. არ ვიცი, წელს კიდევ ჩატარდება თუ არა, მაგრამ პატრიარქის ინტრონიზაციის წინ ყოველთვის ტარდება ხოლმე, არ არის გამორიცხული, კიდევ ჩატარდეს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მისივე თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ თქმულა.

 

„იმიტომ, რომ ყველა საკითხის განხილვას სჭირდება დრო და ენერგია. სამი საკითხი, რაზეც ვისაუბრე, იყო ძალიან შრომატევადი, ძალიან მძაფრი, ამიტომ სინოდის სხდომის დრო ამოიწურა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

big_banner
არქივი