logo_geo
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტს აგებენ, მოეწყობა ავტობუსის ზოლი
- +

3 ნოემბერი. 2019. 22:01

 

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის  დაგების სამუშაოები გრძელდება. დღეს, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვადრატულ მეტრზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

 

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 

გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა. შესაბამისმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ, მუშაობა დაასრულეს და ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობა ქვედა ფენებში თითქმის სრულდება. რჩება 80 მეტრიანი მცირე მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანიამ - „თბილისი ენერჯიმ“, „სილქნეტმა“ უნდა აწარმოონ სამუშაოები. შემდეგ კი გზის საფარი ამ მონაკვეთზეც დაიგება. პარალელურად, ვეკუას ქუჩის გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  ორივე ცენტრალურ ქუჩაზე გზაქვედა ფენებშიწლის ბოლომდე დაგება. პარალელურად, ტროტუარის გაფართოების სამუშაოები, ბორდიურის ჩამოსხმა და ველობილიკების მოწყობაც ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

როგორც „რეპორტიორს“ გლდანის გამგეობაში განუცხადეს, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 38 000 კვ. მ ასფალტის ქვედა ფენა.


მათივე ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

 

ხიზანიშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი