logo_geo
ნიკოლოზ ანთიძე ფოთში ჩაძირული გემის რესტავრაციის და მუზეუმად გადაკეთების ინიციატივით გამოდის
- +

23 იანვარი. 2020. 19:53

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აპირებს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად,  ყულევში ჩაძირული გემის შესწავლა და მის მუზეუმად გადაკეთების საკითხი განიხილვა დაიწყოს.

 

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ის  ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას მიმართავს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს.

 

ამ დროისთვის დაუდგენელია, რა ტიპის გემია ჩაძირული და როდის ჩაიძირა, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ის საბრძოლო ტიპის სამხედრო გემია. ნიკოლოზ ანთიძის ვარაუდით, შესაძლოა, გემი რუსეთის იმპერიის პერიოდის იყოს.

 

შარშან მზადდებოდა პროექტი. ჩვენ ვთხოვეთ სამხატვრო აკადემიას, რომ ფოთში კონკრეტული ადგილის განვითარების კონცეფცია მომზადებულიყო და მაშინ გაამახვილეს ყურადღება, რომ ამ ადგილზე ჩაძირულია სავარაუდოდ მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისისავრორასტიპის გემი. შესაძლებელია, გემი ამოღებული იყოს წყლიდან და მოხდეს მისი რესტავრაცია. ამის არაერთი მაგალითია. ჩემი მხრიდან არის ინიციატივა, რომ დაიწყოს ამ პროცესზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისტორიულ-კულტურული ღირებულების ობიექტი შეემატება ქალაქ ფოთს. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ესტონურ კომპანიასთან. ტალინში არსებობს ზღვის მუზეუმი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომევროპა ნოსტრააქვს მოგებული. ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში და დანარჩენი გამოჩნდება, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნიკოლოზ ანთიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი