logo_geo
ნათია თურნავა: როცა ვამბობთ, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება საქართველოს, ვგულისხმობთ მოსახლეობას
- +

28 იანვარი. 2020. 11:56

 

ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება სეპარატისტებთან. როდესაც ვამბობთ, რომენგურჰესიემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ენგურჰესის“ რეაბლიციტაციისა და აფხაზებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება აფხაზებს ელექტროენერგიის მიწოდებაში წელსაც დაეხმარება.

 

ენგურჰესისრესურსი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. რასაკვირველია, თუკი ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, როგორც შარშან, წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ და არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი დები და ძმები რთულ ვითარებაში.

 

სეპარატისტებთან ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება. როდესაც ვამბობთ, რომენგურჰესიემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ვინც საკმაოდ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ოკუპაციის ხაზს მიღმა. ჩვენი ვალია მათ დავეხმაროთ, მიუხედავად ყველა დესტრუქციული ქმედებისა, რასაც შესაძლოა მათი .. სამთავრობო რეჟიმები ახორციელებდნენ,- განაცხადა თურნავამ.

 

 

 

big_banner
არქივი