logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: 29 წლის მამაკაცს კორონავირუსის არავითარი ნიშანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ...
- +

3 თებერვალი. 2020. 21:31

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს სიცხე აღენიშნებოდა და „გარდა იმისა, რომ ჩინეთშია ნამყოფი, ახალი კორონავირუსის სხვა კლინიკური ნიშანი არ აქვს“.

 

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ ამ მამაკაცს და ინფექციურში მოთავსებულ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ ექნებათ.

 

„ეს პაციენტი გახლავთ მამაკაცი, 29 წლის, რომელიც მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში, ჩამოვიდა საქართველოში. ჰქონდა ტემპერატურის მომატება, მაგრამ არა 38-ზე მეტი, ნაკლები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოგვმართა და ეს კარგია, რომ ასეთი სიფხიზლე და ყურადღებაა. გარდა იმისა, რომ ის ჩინეთშია ნამყოფი, სხვა არავითარი კლინიკური ნიშანი ახალი კორონავირუსის ნიშანი არ აქვს. ის იმყოფება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ და ვფიქრობთ, რომ მას არ დაუდასტურდება ახალი კორონავირუსით ინფექცია.

 

ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს ტესტს და უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, ახალი კორონაირუსით ინფექციის დიაგნოსტირება და ჩვენ ავუღებთ მასალას ამ მამაკაცს, ისევე როგორც კიდევ ორ პაციენტს, რომელიც ჩვენთან წვანან და რომელთაც არ ჩატარებიათ ეს გამოკვლევა, მაგრამ, სავარაუდოდ, არცერთ მათგანს არ ექნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, იმიტომ რომ კლინიკური ნიშნები მათ არ აქვთ. ერთადერთი საეჭვო მომენტი არის ის, რომ ყველა მათგანი ნამყოფია ჩინეთში. მეტი არაფერი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა 32 წლის ქალის შესახებ, რომელის ბიოლოგიური მასალაც როტერდამშია გადაგზავნილი. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი.

 

„32 წლის ქალბატონი იმყოფებოდა ქალაქ უხანში. მისგან აღებული მასალა გაგზავნილია როტერდამში, ჰოლანდიაში და ხვალ ველოდებით პასუხს როტერდამიდან. ხვალ გახდება საბოლოო პასუხი ცნობილი, ამ ქალბატონს აქვს თუ არა ვირუსი. კლინიკური ნიშნებით, ეს ქალბატონი კარგად გრძნობს თავს. ტემპერატურა არ აქვს, პნევმონიაც არ აქვს და ჩვენი ვარაუდით, არც მას არ უნდა ჰქონდეს ეს ინფექცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი