logo_geo
ფოტო განწყობისთვის: დღეს, ასე ესალმებიან თბილისში
- +

11 მარტი. 2020. 21:15

 

 

კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომების დაცვის თვალსაზრისით, მედიკოსები გვირჩევენ, მისალმებისას ხელის ჩამორთმევისა და ერთმანეთთან ჩახუტებისგან თავი შევიკავოთ.

 

 

მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის დასათვალიერებლად მისული თბილისი მერი კახა კალაძე, სამშენებლო კომპანია „M2“-ის გენერალურ დირექტორ ირაკლი ბურდილაძეს ამგვარად მიესალმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ „M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს - პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.  

 

 

big_banner
არქივი