logo_geo
გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობას, ყველა სახელმწიფო და კერძო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე
- +

12 მარტი. 2020. 12:33

 

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით,  ყველა თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, უნდ გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში.

 

„ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი