logo_geo
მამა შალვა: მზად ვართ, კორონავირუსით დაინფიცირებულები ვაზიაროთ
- +

12 მარტი. 2020. 16:13

 

 

დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ეკლესია კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების საზიარებლად მზად არის.

 

დეკანოზის განმარტებით, ზიარება ქრისტიანებისთვის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებაა და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.

 

„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ, ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.

 

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს მასშტაბით კი COVID-19-ის შემთხვევები 126 ათასს გადასცდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი