logo_geo
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი ჩატარდება – ვის შეეძლება დასწრება
- +

1 აპრილი. 2020. 15:16

 

ისრაელში სააღდგომო კვირეულის რიტუალები ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესდება შეზღუდვები.  Jerusalem Post-ის ცნობით, ამჟამად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე.

 

 

 

ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ვნების კვირაა, წელს კი აღდგომის კვირა 19 აპრილს უწევს. იმავე დღეს, იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის წმინდა რიტუალი უნდა შესრულდეს, რომელსაც როგორც წესი ესწრებოდნენ მართლმადიდებლები მთელი მსოფლიოდან.

 

 

 

ისრაელის ჯანდაცვისა და საგარეო უწყება აცხადებს, რომ რიტუალის ჩატარების ზუსტი მექანიზმი ჯერ არ იციან, თუმცა უკვე არის მზად ფრენები რუსეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში, სადაც წმინდა ცეცხლს გადმოსვლის შემდეგ ჩაიტანენ.

 

 

 

სავარაუდოდ, აღდგომის ტაძართან 10-15 ადამიანის ყოფნის საშუალებას მისცემენ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადსხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისინი კი აეროპორტებში წაუღებენ წმინდა ცეცხლს დელეგაციებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი