logo_geo
ლევან რატიანი: ექიმები დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება
- +

25 აპრილი. 2020. 19:06

 

 

“ვიღაცებს რომ ეგონათ, ჩვენ, ექიმები განცალკევებული ვიყავი, არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება,“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა, ექიმთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება მისი ინიციატივით შედგა და შეხვედრზე კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

 

 

„გუშინ შეგპირდით, რომ ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ. აქედან გამომდინარე ინტერნეტ სივრციდან გადმოვედით სამუდამო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრების მიზანი სწორედ გახლდათ ჩემი ინიციატივა, რომ ქვეყნის ექიმები ვიღაცებს რომ ეგონათ, ვიყავით განცალკევებული, არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხდა ლევან რატიანმა.

 

 

ლევან რატიანმა პრეპარატ პლაქვენილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეფდიაის უარყოფითი ნიშანი ამ წამლისთვის არ დაუწერია.

 

 

„დღეს რომ ცხრა პაციენტი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული და გვაქვს დადებითი დინამიკა, ლეტალობის დაბალი ინდექსი, ალბათ ეს სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ პლაქვენილი პროტოკოლიდან, აუცილებლად ასე ვიზამთ. ეს არის ჩვენებით გამოსაყენებელი პრეპარატი და მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბულატორიულ პაციენტებში და საშუალო სიმძიმის. კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით. ვატარებთ 24-საათიან მონიტორინგს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით პლაქვენილის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ჩვენ კლინიკაში პლაქვენილით გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი