logo_geo
ე.წ. 100-ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება
- +

21 აპრილი. 2017. 16:22



ე.წ. 100 ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს.


ახალი სისტემის მიხედვით, მართვის მოწმობას ყოველწლიურად 100 ქულა მიენიჭება, სხვადასხვა სამართალდარღვევის შემთხვევაში კი გარკვეული ოდენობის ქულა მოაკლდება. წლის განმავლობაში 100 ქულის დაკარგვის შემთვევაში პირი მართვის მოწმობას დაკარგავს და მის ასაღებად გამოცდის ხელახლა გავლა მოუწევს.


მართვის მოწმობიდან ქულების მოკლებას იწვევს შემდეგ დარღვევები:


ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ან სამართავად გადაცემა ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 20 ქულა.

განმეორებით ჩადენისთვის - 30 ქულა.

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ავტომობილის გადაცემა -30 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა ან სხვისთვის გადაცემა, რომელსაც არ გაუვლია ტექდათვალიერება - 15 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან / და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს - 15 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა, რომლის ქვეკატეგორიაც არ შეესაბამება მძღოლის მართვის მოწმობის კატეგორიას - 15 ქულა.

ავტომობილისთვის მინების დამუქება წესის დარღვევით - 5 ქულა, განმეორებით ჩადენისთვის - 10 ქულა,  ყოველ მომდევნო ჩადენაზე კი - 15 ქულა.

მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რომელიც გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანებას - 20 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით - 15 ქულა. განმეორებით ჩადენისთვის - 20 ქულა.

აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა - 10 ქულა.

სასწრაფოსთვის, ესკორტისთვის მოძრაობაში ხელის შეშლა - 15 ქულა.

თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40 ქულა.

ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა სამართალდარღვევისათვის -15 ქულა.

თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 30 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით - 20 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 40 ქულა.

პოლიციელის მხრიდან ავტომობილის გაჩერების მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა -15 ქულა.

თუ ამას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 25 ქულა.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის -  10 ქულა.

თუ მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისას გადაჰყავს მგზავრები -20 ქულა.

და თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 25 ქულა.

ხოლო, თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40  ქულა.

ზებრაზე გადასვლისას ქვეითისთვის გზის არდათმობა, ბუქსირება, მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 5 ქულა.

ავტომობილებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი - 10 ქულა.

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა -10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - 5 ქულა.

წითელზე გავლა ან მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნის დაუცველობა, გასწრება, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - 10 ქულა.

ღერძულა ხაზის გადაკვეთა -10 ქულა.

განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 20 ქულა.

ავტომობილის გაჩერება წესების დარღვევით - 5 ქულა.

ბოლო ორი წესის დარღვევას თუ მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა - 20 ქულა.

ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა.

მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 10 ქულა.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 25 ქულა.

დადგენილ ნორმაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა - 15 ქულა.









 

big_banner
არქივი