logo_geo
ნათია თურნავა: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ
- +

20 ივლისი. 2021. 13:45

 

 

„რამდენადაც ვიცით, ახლა, ტურისტულ ობიექტებში, საკმაოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდვითარება მნიშვნელოვნად განაპირობებს აღნიშნული სექტორის ფუნქციონირებას და ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, ტურიზმის მაჩვენებლების დადებითად განსავითარებლად.

 

„რა თქმა უნდა, ტურიზმის შეუფერხებლად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს იმ ნიშნულზე, რასაც ვვარაუდობთ. თუ ვაქცინაციის ტემპი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობთ, და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება. ეს არაა მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული. გლობალურად, პანდემია გრძელდება, სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვები წესდება. ამიტომ, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. ტურიზმი ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიაა, რომელშიც რიგგარეშე, პრიორიტეტულად დავიწყეთ ვაქცინაცია. რამდენადაც ვიცით, ახლა, ტურისტულ ობიექტებში, საკმაოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

big_banner
არქივი