„26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.2%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.0%-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, 25 სექტემბერს 12 402 ადამიანი აიცრა.