სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის. ამის შესახებ მანდ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.
უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა. მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“, „მესენჯერის“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.