logo_geo
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან იკრიბებიან
- +

11 ნოემბერი. 2021. 14:43

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მორიგი აქციის გასამართად ემზადება. აქციის მონაწილეები ადგილზე უკვე იკრიბებიან. უცნობია როდის დაიწყება აქცია. პარტიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და გუშინ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

 

„ნაცმოძრაობის“ წევრების გარდა, ადგილზე „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებიც იმყოფებიან. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სუს-ის შენობსთან მსვლელობას მოაწყობენ.

 

 

 

big_banner
არქივი