logo_geo
ABBA-ს ახალი ალბომი ბრიტანული მუსიკალური ჩარტის პირველ ადგილზეა
- +

13 ნოემბერი. 2021. 10:33

 

 

შვედური მუსიკალური ჯგუფ ABBA-ს ახალი ალბომი Voyage ბრიტანული მუსიკალური ჩარტის პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Official Charts company ავრცელებს.

 

ბოლო 40 წლის განმავლობაში შვედური ჯგუფის პირველი ალბომი 5 ნოემბერს გამოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მისი 204 ათასი ასლი გაიყიდა. ამ მაჩვენებლით Voyage-მა მიმდინარე წლის რეკორდი დაამყარა, მისი გაყიდვების სტარტი კი 2017 წლის მარტის შემდეგ ყველაზე წარმატებული გახდა.

 

Voyage-ი ABBA-ს რიგით მეათ ალბომია, რომელიც ჩარტის სათავეში აღმოჩნდა, სულ კი ბრიტანეთის რეიტინგის პირველ საფეხურზე გატარებული კვირების რაოდენობით (58) ABBA-მ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ ელვის პრესლისა და The Beatles-ს ჩამორჩება.

 

 

 

big_banner
არქივი