logo_geo
გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა
- +

16 ნოემბერი. 2021. 14:33

 

 

16 ნოემბერს, მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 14 წელი სრულდება. გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

 

გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი, "წერილი ნაძვებს, 1980 წელს გამოვიდა. მისი წიგნებია "ბინდისფერი ხეობა" (1981 წ.), "ადამიანთა სევდა" (1984 წ.), "მგელი" (1988 წ.), "თევზის წერილები" (1989 წ.), "მღვდლის ცოდვა" (1990 წ.), "შემინახე, დედაო მიწავ" (1991 წ.), "ბალახის ცხოვრება" (1997 წ.).

 

გოდერძი ჩოხელმა პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო. მის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა "აღდგომა" (1982), "ადამიანთა სევდა" (1984), "აღდგომის ბატკანი" (1988), "ცოდვის შვილები" (1989), "სამოთხის გვრიტები" (1997), "ლუკას სახარება" (1998) და "მიჯაჭვული რაინდები" (2000).

 

ჩოხელს მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი: გრანპრი ფილმისთვის "აღდგომა" (ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი - 1982 წ.), "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის "ცოდვის შვილები" (მონტე-კარლოს კინოფესტივალი - 1991 წ.), იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (1991 წ.), პრიზები საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის (თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალი - 1992 წ.), გრან პრი ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები" (ანაპის ფესტივალი "კინოშოკი"- 1997 წ.), პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ფილმისთვის "ლუკას სახარება" (ანაპის ფესტივალი "კინოშოკი"- 1998 წ.), ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ცოდვის შვილები" (1991 წ.).

 

დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

 

 

big_banner
არქივი