logo_geo
დედაქალაქის მერიამ თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა
- +

29 დეკემბერი. 2022. 23:19

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტსმენები თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დააჯილდოვა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე მეხუთედ იმართება ჩვენი სასახელო სპორტსმენების დაჯილდოება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება დასაჯილდოებელ სპორტსმენთა რაოდენობა. დღეს 180-მდე სპორტსმენი დაჯილდოვდა. ესენი არიან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები, აგრეთვე, ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებული 5 გუნდი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი ქალთა სპორტის განვითარებას. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური წახალისება ჩვენი მხრიდან, ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიღწევების დაფასებაა, რომელთაც ყოველწლიურად მოაქვთ სიხარული და სიამაყე თბილისისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდო და სიმბოლური პრიზები გადაეცათ წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს - ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ჭადრაკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა გუნდებს და საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის პარასპორტის გუნდებს.

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, გამარჯვებულ სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა, თბილისის საკრებულოს სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა, ტიტულოვანმა მოჭადრაკემ - ნონა გაფრინდაშვილმა, საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძემ.

ყოველწლიური ღონისძიების მიზანია წარმატებული თბილისელი სპორტსმენების წახალისება, სპორტის ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

big_banner
არქივი