logo_geo
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
- +

6 ივნისი. 2023. 12:00

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.

 

 

big_banner
არქივი