logo_geo
ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი „მეგობარი ქვეყნები“ აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში
- +

26 თებერვალი. 2024. 19:02

 

 

„ჯერ იყო და მევახშე ხაზარაძემ ტრანსგენდერებზე ფილმი დააფინანსა და გეი დათვის პრიზი მოიგო ბერლინში, ახლა შუაგულ თბილისში LGBT პროპაგანდის მორიგი ღონისძიება დაუგეგმავთ და „ქვიარ ამბებზე ხელოვნებაში“- ამ სახელწოდების ქვეშ ხალხს ამაყად ეპატიჟებიან. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროექტი განხორციელებულია შემოქმედებითი გაერთიანება „სპექტრის“ მიერ ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს (Federal Department of Foreign Affairs FDFA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, 6 მარტს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით „ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“.

 

ქადაგიძის თქმით, „მეგობარი ქვეყნები“ აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ.

 

„განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, თორემ ჩვენ თვალწინ, ჩვენი შვილების თვალწინ უბედურება ტრიალებს. ჯერ იყო და მევახშე ხაზარაძემ ტრანსგენდერებზე ფილმი დააფინანსა და გეი დათვის პრიზი მოიგო ბერლინში, ახლა შუაგულ თბილისში LGBT პროპაგანდის მორიგი ღონისძიება დაუგეგმავთ და „ქვიარ ამბებზე ხელოვნებაში“- ამ სახელწოდების ქვეშ ხალხს ამაყად ეპატიჟებიან. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროექტი განხორციელებულია შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის მიერ ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს (Federal Department of Foreign Affairs FDFA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. ამაზე მეტი რა უნდა ქნან? ჩვენი „მეგობარი ქვეყნები“ აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში!!!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი