logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახიდან არიან, მაგრამ ლგბტ პროპაგანდას არ ეწინააღმდეგებიან
- +

8 მარტი. 2024. 15:14

 

 

ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთვრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახის წარმომადგენლები არიან, როგორც მინიმუმ დედაც ჰყავთ (ან ჰყავდათ) და მამაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ლგბტ პროპაგანდასაც არ ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც აღნიშნული პირები ლგბტ პროპაგანდისგან დაცვაზე საუბარს დუმილს ამჯობინებენ.

 

ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთვრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახის წარმომადგენლები არიან, როგორც მინიმუმ დედაც ჰყავთ (ან ჰყავდათ) და მამაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ლგბტ პროპაგანდასაც არ ეწინააღმდეგებიან.  რატომ? მარტივი მიზეზი კი არა, მიზეზები არსებობს, ნაწილს უცხოელი პატრონების ეშინია, მარტო დატუქსვას ვინ ჩივის, გრანტებსაც დაკარგავენ. აქეთ ქართველი ხალხის ფაქტორი, იციან რომ რაც ჩვენთან მიუღებელია-მიუღებელია. ამას ემატება, ზოგიერთი მათგანი თვითონაც ლგბტ ცხოვრების მიმდევარია, მაგრამ ცოცხალი თავით ამას საჯაროდ არ აღიარებს, რცხვენია,  არა და რა ცხოვრებითაც უნდათ იცხოვრონ, ეს მათი არჩევანია,  არც არავინ უშლის და არც ემტერება, უფრო მეტიც, ვისაც უნდა ოჯახებში ჰყავდეთ რძლებად თუ სიძეებად ლგბტ თემის წარმომადგენლები, რა პრობლემაა,  მაგრამ პროპაგანდა დაივიწყონ” - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი