logo_geo
„რატომ გიკვირთ რეზო ჩხეიძის დაბადების დღე არცერთმა ტელეარხმა რომ არ გააშუქა?“
- +

9 დეკემბერი. 2016. 23:38

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რატომ გიკვირთ რეზო ჩხეიძის დაბადების დღე არცერთმა ტელეარხმა რომ არ გააშუქა?

 

1. რეზო ჩხეიძეს გადაღებული აქვს „ჯარისკაცის მამა", რომელშიც ზაქარიაძის გმირი გერმანელ ჯარისკაცს ავტომატის კონდახით კლავს.

ეს კი განათლების მინისტრის აზრით ძალადობაა, ხოლო გავლენიანი არასამთავრობოების აზრით რუსული პროპაგანდა და ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა

 

2. რეზო ჩხეიძეს გადაღებული აქვს „მაგდანას ლურჯა", სადაც მაყურებლის სიმპატია მაგდანას მხარესაა. არადა მაგდანა გაუფორმებელი სატრანსპორტო საშუალებით ეწევა უაქციზო მაწვნის რეალიზაციას. არის გარემოვაჭრე, არ იხდის გადასახადებს ბიუჯეტის სასარგებლოდ და არღვევს მაწვნის წარმოების იმ სტანდარტებს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული.

 

3. რეზო ჩხეიძეს აქვს გადაღებული „რაიკომის მდივანი", რომელიც არღვევს თანამედროვე გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საერთოდ, ხელმძღვანელი პირის იმ სტანდარტებს, როგორებიც არიან დღევანდელი თანამდებობის პირები.

 

... და კიდევ უამრავი რამ.

 

ჰოდა ტელევიზიებმაც ეს ყველაფერი გაითვალისწინეს, ან პროსტა უცოდინარი იდიოტები არიან!!!",- წერს გაბრიჭიძე.









 


 

big_banner
არქივი