logo_geo
ლევან ჩაჩუა: წმინდა სინოდის სხდომაზე ხუთი ახალი წმიდანის კანონიზირების საკითხი გადაწყდა
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:40


 

„დღევანდელი წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა",- ამის შესახებ ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სინოდზე ხუთი ახალი წმიდანის კანონიზირების საკითხი გადაწყდა.

 

სინოდზე ხუთი ახალი წმიდანის კანონიზირების საკითხი გადაწყდა, ესენია: მეფე ბაგრატ III, მეფე სოლომონ I, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და ორი მოღვაწე დედა, ორი იღუმენია - იღუმენია ნინო ამილახვარი და იღუმენია თამარ მარჯანიშვილი.

 

გილოცავთ მეგობრებო, მათი ლოცვებით ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო...",- წერს ლევან ჩაჩუა.


 

 

 

big_banner
არქივი