logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: შენს გაკოტრებულ პარტიას მიხედე, დედას გაფიცებ რა, ბატონო - დავით უსუფაშვილო!...
- +

3 იანვარი. 2017. 23:54




ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოცციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გადადგა და მაინც ქვეყნის ბედი აწუხებს!...

შენს 1%-იან, გაკოტრებულ პარტიას მიხედე, დედას გაფიცებ რა, ბატონო, - დავით უსუფაშვილო!... ვინ გეკითხებათ, ამ საახლწლოდ მითუმეტეს, ე.წ. პრეზიდენტი - იგივე მარგველა, იგივე „ბრიგადირი" გადადგება თუ დარჩება? არ მითხრათ ახლა, ეს კაცი ხალხმა აირჩიაო და ა.შ... ალასანიას პარტიული ნარჩენებისა არ იყოს, ჟურნალისტებმა ფაქტზე რომ წაასწრეს, პრეზიდენტს აგარაკზე პრივატულ გარემოში რომ შეხვდნენ „ბრიგადირს", ისე ხომ არ მოხდა ამ შემთხვევაშიც, მარგველას აგარაკზე შეხვდა რესპების ყოფილი ლიდერი და მოილაპარაკეს ერთობლივი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ? ვგიჟდები, ამ ცხრა მთავრობაზე გადამხტარ რესპებზე... იტყვით ახლა, ხომ დატოვა უსუფაშვილმა რესპებიო... ერთი ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა ნაცები და მეორე უსუფაშვილმა რესპები!

მიუხედავად ყველაფრისა, ახალ წელს გილოცავთ ყველას და ამ საახალწლოდ მაინც რომ დაგევიწყებიათ, თქვენთვის კარგად ნაცადი გოთვერნობები, მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ კუზიანს რაც გამოასწორებს?!" - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.


 

big_banner
არქივი