logo_geo
შოთა გლურჯიძე: ბედი არ აქვს ამ ჩვენს პარლამენტს!
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:11


მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ბედი არ აქვს ამ ჩვენს პარლამენტს. საყოველთაო „პედერასტიის" მხარდასაჭერად ყველა კანონი რომ მიიღო, მაშინ არ გააუქმეს ამ უნამუსო ამერიკელებმა ეს საყოველთაო „პედერასტია"?!  გაგვიხდა ახლა ეს კანონები ისევ თავიდან გადასაწერი, ახლა უკვე ამ ნიუ-იორკელი ხიხო-ნატურალიზა!

 

ამიტომ,უნდა ჩავწეროთ გარკვევით კონსტიტუციაში:

 

ჯერ ამერიკაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და მერე საქართველოში. გავიგოთ ჯერ, ვინ რა სქეს-გენდერ-ჯილაგისა მოვა იქ და მერე აქ ვინ მოვა. გავერკვევით როგორმე, ტრადიციული „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს" და გოჭების გაგზავნა არ შეგვეშლება. გოჭი კი, ჩემო ბატონო, ყველას უყვარს, გეისაც და ხიხო-ნატურალსაც!

 

უფულოსოფოსი, ჟესტოკი ხიხო, აშოტ გენდერხეივანოვი", -  წერს შოთა გლურჯიძე.





 

big_banner
არქივი