logo_geo
გიორგი უძილაური: თავს ნუ გაისულელებთ, პლანი სასარგებლო რომ ყოფილიყო...
- +

4 იანვარი. 2017. 11:29




„სხვადასხვა პოლიტიკური თუ აქტივისტური ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი რომ პლანი (მარიხუანა) არათუ საშიში არაა ჯანმრთელობისთვის, არამედ ლამისაა უნივერსალური წამალიც ყოფილა. მაშინ როცა, ყველამ იცის ამ ნარკოტიკის უარყოფითი შედეგები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.

 

„დეზორიანტაცია;

ძილიანობა;

ეიფორიან ან/და დეპრესია;

პანიკა;

ტვინის უჯრედების დაზიანება;

THC-ს გავლენით ხდება გონებრივი აქტივობის დაქვეითება;

საფრთხეს უქმნის ნაყოფს!

ღვიძლში ილექება და კვირები არ გამოდის!

და რაც მთავარია! პლანი არის პირველი ნაბიჯი ნარკომანიისკენ!

 

შეიძლება პლანის მოწევისთვის ხალხი ციხეში არ უნდა გაუშვა, მაგრამ არსებობს დასჯის სხვა გზებიც: პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა, საჯარო სამსახურში არდაშვება, მართვის მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.

 

ავტოკატასტროფების დიდი ნაწილი ხდება ალკოჰოლის ზემოქმედების გამო, თუმცა, მეორე ადგილზე პლანია და ამაზე რატომღაც არ საუბრობენ.

 

თავს ნუ გაისულელებთ, პლანი სასარგებლო რომ ყოფილიყო, ისედაც არ ჩაითვლებოდა ნარკოტიკში", - წერს უძილაური.




 

big_banner
არქივი