logo_geo
სოსო მანჯავიძე: კაცი, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო, ღია ეთერში მარიხუანას თესავს...
- +

5 იანვარი. 2017. 01:51


 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„კაცი, რომელიც იმ პარტიის ლიდერთაგანი იყო, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარების გამო ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო და ცემაში ამოხადა სული, ღია ეთერში მარიხუანას თესავს და ამის გამო პასუხს არავინ სთხოვს.

 

ამ პარტიის მეორე ლიდერი, რომელიც მაგალითად, ადამიანებს „ამბოხების მორალური მხარდაჭერისთვის" იჭერდა და ხოცავდა, პირდაპირ საუბრობდა ამბოხებაზე, ბარიკადებზე და ეფექტის გასაძლიერებლად, ბავშვიანი ქალის შეწირვაზე, არათუ არ დაიჭირეს, არამედ პარლამენტში ზის და „მოღვაწეობას" აგრძელებს.

 

რამდენი ასეთი მაგალითი ჩამოვთვალო.

 

ახლა ხელისუფლებას მინდა ვკითხო - კი მაგრამ, შეგნებულად აკეთებთ ამას? რა არის თქვენი მიზანი? ნუთუ ის გინდათ რომ ქართველებს საბოლოოდ ამოჰკვეთოთ ისედაც გვარიანად ატროფირებული სახელმწიფოებრივი აზროვნების ნარჩენები?

 

ან იქნებ სხვა, უფრო ღრმა ჩანაფიქრი გაქვთ?" - წერს სოსო მანჯავიძე.


 

big_banner
არქივი