logo_geo
ნანა გაგუა: მარაზმია! სრული მარაზმი!
- +

5 იანვარი. 2017. 20:19


 


ჟურნალისტი ნანა გაგუა საახალწლოდ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„საზიზღრობაა, ის, ვითომ კლიპი სანტაზე!!!!

 

... და საზიზღრობაზე მეტიც!...

 

ვცადე, დამენახა მასში რაღაც ისეთი, რომელსაც ჩავჭიდებდი ხელს და მცირეოდენ გამართლებას მაინც მოვუძებნიდი, მაგრამ ამაოდ!!!! მარაზმია! სრული მარაზმი! მოკლებული ყველა ხუმრობას, „ღადაობას", იუმორს....

 

ნუ, ნიჭიერებაზე აღარაფერს ვამბობ!!!!

 

P.S. მისი „ორიგინალობითა" და „ღრმა ფილოსოფიური" ჩანაფიქრით აღფრთოვანებულებმა „აახვიო" და უმზირონ!", -  წერს გაგუა.

 

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს. 


 

big_banner
არქივი