logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ასე „დაუბრუნდა“ პარტია ხალხს...
- +

21 იანვარი. 2017. 14:51


 

 

„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

განაწყენებული ნაც-აქტივისტების პოსტებს მოვკარი თვალი - იმედგაცრუებულები არიან, ფიქტიური იყო ყრილობა, დელეგატებს არავინ არაფერი ჰკითხაო.

აბა თქვენ რა გეგონათ? რა გადაწყდა 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე?

რაციონალური ფლანგი ითხოვდა მოწესრიგებულ არჩევნებს, სადაც გარკვეული იქნებოდა დელეგატების შერჩევის წესები, ობიექტური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. იქნებოდა საარჩევნო ყუთი, იქნებოდა საარჩევნო კომისია, დარეგისტრირდებოდნენ კანდიდატები, თითოეული დელეგატი მისცემდა ხმას თავის რჩეულს, კომისია დაითვლიდა და დადებდა შედეგებს.

მიშა წესების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მიშა თვითონაა წესი - მას უნდოდა მიტინგი, შესაბამისად, მიიღეთ მიტინგი და გამზადებული პოლიტსაბჭო. დელეგატები კი დეკორაციად მიგიწვიეს.

ასე დაუბრუნდა" პარტია ხალხს." - წერს ჩერგოლეიშვილი.




 

big_banner
არქივი