logo_geo
ზაალ ანჯაფარიძე: პასუხი კითხვაზე - ვინ უხურავს კარს ევროპას და ვინ ასრულებს რუსეთის გეგმას, ძალიან მკაფიოა
- +

21 მარტი. 2021. 02:52

 

„მაინც რამდენჯერ უნდა მოხდეს ოპოზიციის ამ რადიკალური ფლანგის ლუსტრირება, რომ საზოგადოების ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ნაწილმა გაიგოს, თუ სინამდვილეში ვინ არიან, რა სურთ და ვისგან იმართებიან!“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ქუჩის აქციების განახლებაზე დღევანდელი განცხადებით "ფანჩატურის ოპოზიციამ" პრაქტიკულად დახურა შემდგომი მოლაპარაკებების კარი, რის შესაძლებლობაზეც მიანიშნა ევროპელმა მედიატორმა აქედან წასვლის წინ.

მანამდე კი მანვე (და არა მხოლოდ) უთხრა ღია ტექსტით ამ ოპოზიციას, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა.

შესაბამისად, პასუხი კითხვაზე: ვინ უხურავს  კარს ევროპას და ვინ ასრულებს რუსეთის გეგმას? ვფიქრობ ძალიან მკაფიოა.

 

მომავალი აქცია 15 მაისს  იმიტომ არის დაანონსებული, რომ ეს მათი ბოლო შანსია! მათ არჩევანი რევოლუციაზე გააკეთეს.

შესაბამისად, აქციამდე დარჩენილ პერიოდში სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებებში ჩაიდება დიდი ფული და სხვა რესურსები, მათ შორის გარედან მხარდაჭერაშიც.

მაინც რამდენჯერ უნდა მოხდეს ოპოზიციის ამ რადიკალური ფლანგის ლუსტრირება, რომ საზოგადოების ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ნაწილმა გაიგოს, თუ სინამდვილეში ვინ არიან, რა სურთ და ვისგან იმართებიან!“, - წერს ანჯაფარიძე.

 

big_banner
არქივი