logo_geo
სანდრო ბრეგაძე: უნამუსობა და უდიდესი ნაძირლობაა, „რიონის მცველთა“ პროტესტი რუსეთს დაუკავშირო!
- +

24 მაისი. 2021. 19:05

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„უნამუსობა და უდიდესი ნაძირლობაა, „რიონის მცველთა“ პროტესტი რუსეთს დაუკავშირო და აქციის ორგანიზატორებს რუსეთის აგენტები ეძახო‼️

 

ჯერ გირჩმა ჯაფარიძემ და შემდეგ ყველა ლიბერასტულ-სოროსულმა ტელეარხმა რიონის ხეობის მცველთა გამარგინალების პიარი დაიწყეს და ყველაფერს იმდენად ამაზრზენად -ბინძურად აკეთებენ, რომ საბოლოოდ რწმუნდები მათ მოღალატეობაში‼️

 

ვასაძე თუ მივიდა მიტინგზე, სირცხვილი ყოფილა და ბაია პატარაია-დომენიკ მანგო ლგბტ-პრაიდთან ერთად „დიდიი პატივი“!️

 

სირცხვილი და სამარცხვინო საქციელია, რუსეთის აგენტები ეძახო იმ ხალხს, რომლებიც 200 დღეზე მეტია იბრძვიან რიონის ხეობის გადასარჩენად‼️

 

ეს არა მარტო სირცხვილია, არამედ შეგნებული მავნებლობა-დანაშაულია, ხოლო ლიბერასტული მედია პირდაპირ საინფორმაციო დივერსიას აწყობს ჭეშმარიტად პატრიოტი „რიონის ხეობის მცველთა“ გასამარგინალებლად!

 

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში სოლიდარობით-თანადგომით ხვდებოდნენ „რიონის ხეობის მცველებს“, ხოლო დედაქალაქში სარანჩებივით დაესიენ ურჯულო მანქურთები. ყოველივე კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ბოროტების სათავე თბილისშია და აქ, სწორედ აქ უნდა გადავტეხოთ ის ხერხემალში!

 

ვასაძის მისვლა კი არ ამარგინალებს პროცესს, არამედ სოროსელი-ლიბერასტი-ლგბტ ამარგინალებს და აბინძურებს ყველაფერს. შეიგნეთ, რომ მიუღებელი ხართ ქართველი ერისთვის და რაც არ უნდა ფული ხარჯოთ თუ ახალ-ახალი ტელევიზიები შექმნათ - თქვენ საქართველოში მომავალი არ გაქვთ‼️

 

შეეშვით „რიონის ხეობის მცველებს“ - ისინი მართლა კარგ საქმეს აკეთებენ! - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი