logo_geo
ნინო გიორგობიანი: ხაზარაძე იტყუება, ირაკლი ღარიბაშვილი პირადი მანქანით გადაადგილდება
- +

30 ივნისი. 2021. 13:27

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება.

 

„დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო, - მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ.

 

გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება ! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში“, - წერს ნინო გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი