logo_geo
რობერტ სტურუა: მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – „ნაციონალებმა“
- +

5 ოქტომბერი. 2021. 16:32

 

„მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა. საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან! ერთი კია – ქართული რესტორნები! ესეც გაქრება და საქართველო „ფაფუ“,- ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ცვეტ ნებესნი, სინი ცვეტო“ ქართული მაფიას და ბინის გატეხის ოსტატებს კი ხედავენ, მაგრამ ქალაქ ატლანტას ჯორჯიელები ჰგონიათ. რუსთაველის ბრწყინვალე ქალებს და შეუდარებელ რაინდებს არაბეთის და ინდოეთის გმირებად აღიქვამენ, კინოს აღარ ამჩნევენ, თეატრს ზრდილობიანად თავს უქნევენ, პოლიტიკაზე კი სიცილის კონვულსიები ემართებათ, გენიალური ხალხური მუსიკა მოსწონთ როგორც გადასული დროის, ჩვენ წელთაღრიცხვამდე შექმნილი შედევრები.

 

მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – „ნაციონალებმა“. საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან! ერთი კია – ქართული რესტორნები! მრავლდებიან და მრავლდებიან! ქართული კერძები! მართალია, ზოგიერთი სამხრეთის მეზობლებმა მიითვისეს! მაგრამ ეს არაფერი! ესეც გაქრება და საქართველო „ფაფუ“! ამაზე სახელმწიფო ფულის გაუნათლებელი ქურდბაცაცები არ ფიქრობენ! მნიშვნელოვანი სავარძლები, აღელვებულთა მიტინგები, დატენილი ტყვიებით არჩევნები, გაუთავებელი სექს სკანდალები და GOODBYE!", – წერს სტურუა.

 

 

right_banner big_banner
არქივი