logo_geo
„მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი“
- +

26 დეკემბერი. 2017. 11:28


ჯვარედინ გზაზე ისმის:


- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!


- მე მონა ვარ!..


- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები...


- მე სუსტი ვარ...


- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...


- არ მაქვს იმედი...


- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.


- მეშინია უარესის...


- მონობაზე უარესი რაღა იქნება?


- სიკვდილი... შიმშილი...

....

- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.




1916 წ. ნიკო ლორთქიფანიძე



 

big_banner
არქივი