logo_geo
„ციცინათელების სასაფლაოს“ რეჟისორი გარდაიცვალა
- +

7 აპრილი. 2018. 14:55

 

იაპონელი რეჟისორ-მულტიპლიკატორი ისაო ტაკაჰატა ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში 82 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები არ კონკრეტდება. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ტაკაჰატას ფილტვის კიბო ჰქონდა და პრობლემები გულზეც გაუჩნდა.

 

ტაკაჰატა ცნობილია სრულმეტრაჟიანი მულტფილმით „ციცინათელების სასაფლაო“, რომელიც 1988 წელს გამოვიდა. ის მოზარდი ბიჭის, სეიტისა და მისი უმცროსი დის შესახებ ისტორიას აღწერს, რომლებსაც მშობლები მეორე მსოფლიო ომში დაეღუპნენ. კრიტიკოსებმა ამ ანიმაციურ ფილმს ომის შესახებ ფილმების ისტორიაში უდიდესი უწოდეს.

 

მისი შექმნილია „ჩრდილოეთის პრინცი“, „დიდი და პატარა პანდა“, „ჯერ კიდევ გუშინ“, „თქმულება პრინცესა კაგუიზე“. ეს უკანასკნელი 2013 წელს შეიქნა და „ოსკარის“ ნომინანტიც იყო საუკეთესო ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი