logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს
- +

23 თებერვალი. 2020. 00:08

 

 

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი კრისტოფერ ჰივიუ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალის, „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო.

 

„მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული, Netflix-ზე 2019 წლის 20 დეკემბერს გამოვიდა. მთავარ როლს პროექტში ჰენრი კავილი ასრულებს. „მხედვარი“ Netflix-ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი