logo_geo
ონლაინ მუსიკა და დისტანციური კამერული კონცერტები - ვირტუოზების ვირტუალური შემოქმედებითი ცხოვრება ჟამიანობის დროს
- +

4 აპრილი. 2020. 22:38

 

იმ დროს, როდესაც ყველა სახლშია და ინტერნეტია ურთიერთობის უალტერნატივო საშუალება, მუსიკალური საღამოები, კონცერტები და ონლაინ კომპოზიციები პირდაპირ ლაივ სტრიმინგით სახლიდან სახლში მოგვეწოდება. ასე დისტანციურად ჩაიწერა ნიკოლოზ რაჭველისა და ლიზა ბათიაშვილის მუსიკაც. მუსიკოსების ალბომი CITY LIGHTS-ის სრული ვერსია ივნისში გამოქვეყნდება.

 

 

ბექა გოჩიაშვილი კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვირტუალურ და ვირტუოზულ მუსიკალურ ვიდეოებს აზიარებს. ეს არის იმპროვიზაცია თვით იზოლაციის დროს. მუსიკა მთელ სამყაროს აერთიანებს.

 

 

სხვასხვა პლატფორმები აქტიურად უზრუნველყოფენ მუსიკოსების დისტანციურ მუსიკალურ წარმოდგენებს. ვირტუალურად, სახლიდან და უფრო მეტიც, ოთახიდან გაუსვლელად შეიძლება აქამდე სანატრელ კონცერტზეც კი აღმოჩნდეთ. ასეთია დისტანციური კამერული კონცერტები და შემოქმედებითი ცხოვრება ჟამიანობის დროს.

 

 

როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, აქ და ახლა შესრულებული კომპოზიციები ალბათ საუკეთესო და ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი