logo_geo
სიმღერა მულტფილმიდან „ენკანტო“ „Disney“-ს ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გახდა
- +

19 იანვარი. 2022. 12:08

 

სიმღერა „We Don't Talk About Bruno“ („ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნოს“) მულტფილმიდან „ენკანტო“ „Disney“-ს ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გახდა. ამის შესახებ „EW“ წერს .

 

გამოცემის ინფორმაციით, სიმღერამ ბოლო 26 წლის განმავლობაში სტუდიის მულტფილმებში გაჟღერებულ კომპოზიციებს შორის მუსიკალურ ჩარტებში ყველაზე მაღალი ადგილები დაიკავა და ამ მაჩვენებლით მან „Disney“-ს ცნობილ ჰიტს - „Let it Go“ აჯობა.

 

„We Don't Talk About Bruno“, ისევე როგორც „ენკანტოს“ სხვა კომპოზიციები, ლინ-მანუელ მირანდამ დაწერა. სიმღერას კაროლინა გაიტანი, მაური კასტილო, ადასა, რენი ფელიზი, დაიენ გუერო და სტეფანი ბეატრიზი ასრულებენ.

 

„ენკანტო“ პანდემიის დროს გამოსული ყველაზე წარმატებული მულტფილმია, მისმა შემოსავალმა მსოფლიოში 222 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

 

 

big_banner
არქივი