logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მეტ გამოწვევაზე უწევს რეაგირება
- +

20 მარტი. 2024. 12:03

 

 

პარლამენტს ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო საშუალება აქვს, რომ ფაქტობრივად თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატით მოუსმინოს ყველა მინისტრს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ის სამინისტროა, რომელსაც ყოველდღიურად, ყველაზე მეტ გამოწვევაზე უწევს რეაგირება. ისინი მუშაობენ, ცდილობენ, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია. პარლამენტს ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო საშუალება აქვს, რომ ფაქტობრივად თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატით მოუსმინოს ყველა მინისტრს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

დღეს საკანონმდებლო ორგანოს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა. ვახტანგ გომელაური პარლამენტს, უწყების მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

 

 

big_banner
არქივი